logo
ENG



გახარია: რაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იქნება, უფრო სწრაფად გაიხსნება ონლაინ შოპინგი

14 აპრ 202018:12
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ონლაინ შოპინგი ქვეყნის მსხვილ ქალაქებში მოქალაქეების საკმაოდ დიდ მობილობას აგენერირებს, რაც ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის შემცველია. 

პრემიერის თქმით, რაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყნის მასშტაბით, უფრო მალე ამოქმედდება, როგორც ონლაინ შოპინგი, ასევე სხვა სავაჭრო ქსელები გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

„ჩვენთვის ძირითადი ამოცანაა, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოძრაობა მაქსიმალურად შევზღუდოთ. გარკვეული დროით ყველანი ჩვენ ერთად ონლაინ შოპინგი იქნება, მშენებლობა იქნება, პარფიუმერიის მაღაზია იქნება თუ „სუფთა სახელები“ იქნება, უნდა გვესმოდეს, რომ ყველამ 10 დღე, 2 კვირა მაქსიმუმ უნდა გავიჭირვოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმას შევუდგეთ.

პირდაპირ გეუბნებით, რომ გვაქვს შეზღუდვებიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა, სადაც ონლაინ მაღაზიები და „სუფთა სახლები“ პირველები დგანან. ერთიც და მეორეც მოქალაქეების საკმაოდ დიდ მობილობას აგენერირებენ მსხვილ ქალაქებში, რაც პირდაპირ რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების.

ჩვენი ძირითად ამოცანაა, რომ ყველაფერი რაც დაკავშირებულია პირველად მოხმარებასთან სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები იყოს მიწოდებული, სხვა არ გვაინტერესებს. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის ვაჭრობა და ბიზნესი წავახალისოთ, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალური შეზღუდვებით, ჩვენი მოქალაქეები შევინარჩუნოთ სახლში და ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევზღუდოთ. 

რაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იქნება, უფრო სწრაფად გაიხსნება ონლაინ შოპინგი, „სუფთა სახლიც“ და სხვა ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა